Sunday, May 10, 2020

GEORGIAN/ქართული -- LARRY ROMANOFF -- კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!




18.03.2020 03:21
·         გაზიარება

მარტის დასაწყისში გავრცელდა ჩინელი დიპლომატის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟაო ლიძიანისტვიტი”, რომელშიც უზარმაზარი სახელმწიფოს დიპლომატი ამტკიცებს, რომ COVID-19 არა ჩინეთის პროვინცია უხანში, არამედ უფრო ადრე, შეერთებულ შტატებში გაჩნდა და იქიდან გავრცელდა.

კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!

ჟაო ამერიკელებს ინფორმაციების დამალვაში ამხელს და გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს: “როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში . . ‘ნულოვანიპაციენტი? რამდენი ადამიანია ინფიცირებული? რომელ ჰოსპიტალებში არიან ისინი მოთავსებულნი?” – მიმართავს ჩინელი დიპლომატი ამერიკელებს. “უზრუნველჰყავით გამჭვირვალობა! საზოგადოებას ანახეთ მონაცემები! შეერთებული შტატები ვალდებულნი არიან, აგვიხსნან ეს ვითარება!” – დასძენს იგი.
***მოგვიანებით, 13 მარტს, ჟაომ კიდევ ერთიტვიტი” გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილი ამერიკელი მზვერავის, ლარი რომანოვის სტატიაზე მიუთითებს (გამოქვეყნდა 4 მარტს კანადურ გამოცემაGlobal Research“-ში, რომელიც გლობალისტებს ძალიან არ უყვართ მასში ხშირად გამოქვეყნებული მამხილებელი მასალების გამო). რომანოვი არ ეთანხმება ჩინური მასმედიის ნაწილის მიერ ატეხილ ხმაურს იმის თაობაზე, რომ ვირუსი ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შემოიტანეს უხანში, როდესაც იქ, 2019 წლის ოქტომბერში, ტარდებოდა მსოფლიო სამხედრო თამაშები და მასში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. როგორც ირკვევა, 5 ამერიკელი უხანში შეუძლოდ გახდა და მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ისინი დაავადებულნი იყვნენ უცნობი სნეულებით. ეს, რომანოვის აზრით, ნიშნავს არა განზრახ ბიოლოგიურ შეტევას ჩინეთზე, არამედ დაავადების უნებურ გავრცელებას.
მაგრამ რით და რატომ დაავადდნენ თავად ამერიკელი სამხედროები? რომანოვს სტატიაში მოტანილი აქვს საინტერესო ვერსია, ფაქტებზე დაყრდნობით. კერძოდ, ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში, შეერთებულ შტატებში გამოვლენილ იქნა ფილტვების ანთების უეცარი გადამდები აფეთქება. ამერიკელმა ექიმებმა ეს მოვლენა ელექტრონული სიგარეტის პოპულარიზაციას დაუკავშირეს. მაგრამ, როგორც ტაივანელმა ექიმებმა გამოარკვიეს, ამერიკელებთან გამოვლენილი სიმტომები ვერასგზით ვერ იქნებოდა გამოწვეული ჩვეულებრივი მოწევითუშუალოდ ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა დახურა ფორტ დეტრიკში განლაგებული ბიოლოგიური ლაბორატორია (გავიხსენოთ ლუგარის ლაბორატორია!!-“ნიუსფრონტი”) პენტაგონის მხრიდან გარანტიების არქონის გამო, რომ ლაბორატორიიდან გამოჟონვები არ მოხდებოდა. სწორედ ამ დახურვის შემდეგ ატყდაელექტრონული სიგარეტების ეპიდემია”. გარდა ამისა, ფორტ დეტრიკის ლაბორატორიის დახურვის შემდეგ, მთელი რიგი დაავადებებისა დაფიქსირდა ჰავაის კუნძულებზე. უცნობი დაავადება შეეყარათ იაპონელებს, რომლებიც ჩინეთში არასოდეს ყოფილან ნამოგზაურები.
რომანოვის სტატიაში აღნიშნულია, რომ თუკი ვიმსჯელებთ იმ ფაქტით, რომ უხანში მყოფ ამერიკელ სამხედროებს უკვე ჰქონდათ ვირუსი, გასაგები ხდება, რატომ არ არსებობსნულოვანიპაციენტიიმიტომ, რომ დაავადებული იყო რამდენიმე პაციენტი ერთდროულად. ამ თეორიის მიხედვით, კორონავირუსის წარმოშობას არანაირი კავშირი არ აქვს უხანის ზღვის პროდუქტების ბაზართან.
ამ ვერსიის სასარგებლოდ სხვა ფაქტებიც მეტყველებენ. როგორც ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა დენიელ ლიუსიმ განაცხადა, უხანში კორონავირუსით დაავადების პირველი ფაქტი აღინიშნა 2019 წლის 1- დეკემბერს და პაციენტს არანაირი კავშირი არ ჰქონია ზღვის პროდუქტებთან (ან ღამურებთან). ექიმის თქმით, პირველი დაავადებულები სულაც ნოემბერში გაჩნდნენ, მაგრამ გარკვეულ დრომდე მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდა. მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, ექიმებმა სწორედ მაშინ გააკეთეს დასკვნა, რომ საქმე ახალ ვირუსთან აქვთ.+
ამავე ვერსიას ემხრობა კრისტიან ანდერსენი, ბიოლოგი სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტიდან. მისი სიტყვებით, ვირუსი არა მხოლოდ კავშირში არ არის უხანის ზღვის პროდუქტების ბაზართან, იგი საერთოდ არ გაჩენილა უხანში და იმპორტირებულ იქნა ჩინეთში სხვა ქვეყნიდან. საამისო დასტურად, ანდერსენის აზრით, გამოდგება ის მომენტი, რომ ირანსა და იტალიაში გამოვლენილი გენური ნაირსახეობა ვირუსისა არ აღმოჩნდა ჩინური ნიმუშების იდენტური.
სტატიის რეზიუმეში ლარი რომანოვი აღნიშნავს, რომ დაბეჯითებით არ შეიძლება ამერიკული ფორტ დეტრიკის მიჩნევა კორონავირუს-19 -ის გავრცელების წყაროდ, მაგრამ ვინაიდან 2005 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ში საიდუმლო ლაბორატორიებიდან პათოგენების გაჟონვის 1059 შემთხვევა აღინიშნა (გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!! – “ნიუსფრონტი”, იხილეთ რამდენიმე მაგალითი-აქ), ეს ვარიანტი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
სურათზე: ფორტ დეტრიკის ბიოლაბორატორია, სადაც, შესაძლოა, შექმნეს კორონავირუსის ნაირსახეობა – COVID-19.


***მოგვიანებით, 13 მარტს, ჟაომ კიდევ ერთიტვიტიგამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილი ამერიკელი მზვერავის, ლარი რომანოვის სტატიაზე მიუთითებს:

ეს არასწორი ინფორმაციაა: Larry Romanoff არის კანადელი პროფესორი, და არა ყოფილი ჯაშუში.